გერმანიის თავდაცვის მინისტრი: თუ დონალდ ტრამპი მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება კატასტროფა ევროპისთვის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: თუ დონალდ ტრამპი მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება კატასტროფა ევროპისთვის

თუ დონალდ ტრამპი მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება კატასტროფა ევროპისთვის, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

"ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, ერთი შემთხვევა კატასტროფა იქნება, მეორე შემთხვევა - ბევრად უკეთესი", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღანელმა.

ბორის პისტორიუსის თქმით, მაშინაც კი, თუ "დემოკრატი" კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, ევროპა კვლავ გამოწვევების წინაშე იქნება, რადგან ვაშინგტონის ყურადღება უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება.

"ამას თუ გააკეთებენ, ალბათ ვერ შეძლებენ ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატოს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ", - დასძინა მან.