ჰენრი კისინჯერი 100 წლისა გარდაიცვალა

ჰენრი კისინჯერი 100 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გარდაცვალების ფაქტი კისინჯერის კონსალტინგურმა კომპანიამ დაადასტურა. კისინჯერი კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

1968 წელს კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩევლად დაინიშნა. ის მუშაობდა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შემცირებაზე, რასაც 1972 წელს მოჰყვა ნიქსონის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში. მოგვიანებით კისინჯერი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამხრეთ ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

კისინჯერის დიპლომატიური საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა 1973 წლის იომ-ქიფურის ომში ზავის მიღწევა.

1973-1977 წლებში ჯერ ნიქსონის, შემდეგ კი ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში ჰენრი კისინჯერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.