კატარში ვიზიტით ჩასული გერმანიის პრეზიდენტი მასპინძელ მხარეს ნახევარი საათი თვითმფრინავის ტრაპზე ელოდებოდა

კატარში ვიზიტით ჩასული გერმანიის პრეზიდენტი მასპინძელ მხარეს ნახევარი საათი თვითმფრინავის ტრაპზე ელოდებოდა

კატარში ვიზიტით ჩასული გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მასპინძელ მხარეს ნახევარი საათის განმავლობაში თვითმფრინავის ტრაპზე ელოდებოდა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.

გამოცემის ცნობით, აეროპორტში დაგებული იყო წითელი ხალიჩა, ადგილზე იყო სამხედრო საპატიო ყარაულიც. აეროპორტში იმყოფებოდა კატარში გერმანიის ელჩი ლოტარ ფრაიშლადერიც, თუმცა შტაინმაიერს დოჰაში კატარის არც ერთი ოფიციალური პირი არ დახვდა.

საქმე ისაა, რომ შტაინმაიერის თვითმფრინავი დოჰაში დაგეგმილზე ადრე ჩავიდა, რის გამოც კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი სულთან ალ-მურაიჩაი აეროპორტში მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.