ირაკლი ზარქუა: ხაბეიშვილმა განაცხადა, ჯამში 16 პროცენტი გვაქვს და 1 პროცენტი იმასო, „ტრაგედია აღმაშენებლიდან“ რომ ჰყავს წარმოდგენილი - ვაშაძე

ირაკლი ზარქუა: ხაბეიშვილმა განაცხადა, ჯამში 16 პროცენტი გვაქვს და 1 პროცენტი იმასო, „ტრაგედია აღმაშენებლიდან“ რომ ჰყავს წარმოდგენილი - ვაშაძე

ხაბეიშვილმა განაცხადა, ჯამში 16 პროცენტი გვაქვს და 1 პროცენტი იმასო, „ტრაგედია აღმაშენებლიდან“ რომ ჰყავს წარმოდგენილი - ვაშაძე, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტს დიდი ხანია ჩამოსცდა.

„2020 წლის არჩევნებზე დაახლოებით 25 თუ 26 პროცენტის ფარგლებში ჰქონდათ რეიტინგი. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლება დაიწყო. ჩვენი მონაცემებით 18 % ჰქონდათ. ახლა ხაბეიშვილმა განაცხადა, ჯამში 16 % გვაქვსო და 1 % იმასო, „ტრაგედია აღმაშენებლიდან“ რომ ჰყავს წარმოდგენილი - ვაშაძე. ჩვენი მონაცემებით, 20 პროცენტს მათი რეიტინგი დიდი ხანია ჩამოსცდა და ახლა, მომავალი წლის შემოდგომამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ რა რეიტინგი ექნება? მე მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით 12-11 პროცენტის ფარგლებში და უფრო დაბალი რეიტინგი ექნებათ. მოკლედ ბრძოლაა, რადიკალებში, ვინ იქნება მედროშე“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.