ლაშა ფარულავა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ფართოვდება - ნიკა მელია პარტიის პოზიციას არ წარმოადგენს

ლაშა ფარულავა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ფართოვდება - ნიკა მელია პარტიის პოზიციას არ წარმოადგენს

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის - ერთიანობის მანიფესტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ფართოვდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„ლევან ხაბეიშვილი არის ლეგიტიმური თავმჯდომარე, ის არის შესაბამისი ვადით არჩეული. ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. არცერთ საკვანძო და პასუხისმგებელ თანამდებობაზე ნიკა მელია არ იმყოფება და ამ თვალსაზრისით მას არ აქვს წევრობის სტატუსი“, - განაცხადა ფარულავამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.