პაატა მანჯგალაძე: ჩვენ გამარჯვების კოალიცია გვაქვს შექმნილი და სულ არ ვაპირებთ 5%-იანი ბარიერისთვის ჭიდაობას

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ გამარჯვების კოალიცია გვაქვს შექმნილი და სულ არ ვაპირებთ 5%-იანი ბარიერისთვის ჭიდაობას

პოლიტიკაში ჩემი სიტყვა ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ვიღაცას „უტყდება“, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მინდაო - სამწუხაროდ, არ არსებობს სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებიდან მოახდინო ცვლილებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ოპოზიციიდან ცვლილება კი არა, კანონპროექტს რომ დაწერ კარგს, იმასაც კი არავინ განიხილავს“, - აღნიშნა მანჯგალაძე.

კითხვაზე, მათი პარტიის ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთს, მანჯგალაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ემთხვევა. ჩვენ გამარჯვების კოალიცია გვაქვს შექმნილი და სულ არ ვაპირებთ 5%-იანი ბარიერისთვის ჭიდაობას - ჩვენი ამოცანაა „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში მოვუგოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.