ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა ოპოზიციას სურვილებისა და შესაძლებლობების თანხვედრის კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოცემულობაში არ არის მარტივი ვითარება.
„ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ ხალხზე და მის განწყობაზე, არამედ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც შეძლებენ აჩვენონ ძალა ხალხს და ცვლილებების შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში არ არის მარტივი ვითარება. არსებობს ასევე ლიდერობის კრიზისიც მთლიანად ქვეყანაში, პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ხალხის ნება იქნება გადამწყვეტი“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.