„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებებს მავნებლობა უწოდა.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს ინტერესებით. არანაირი ავტორიტეტი არესტოვიჩი არაა. რუსეთი ყოფილა მშვიდობისმყოფელი, რუსეთს უნდოდა მშვიდობა და უკრაინას უნდოდა ომი? ამას ამბობს არესტოვიჩი? ხომ არის ეს მავნებლობა?“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა უკრაინის მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მისი თქმით, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია.