ხელისუფლების შეცვლის რესურსი აქვს მთლიანად ოპოზიციას, ამიტომ დავარქვით ჩვენს პლატფორმას „გამარჯვების კოალიცია“ და მის ლიდერად დავასახელეთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა
„მთავარი არის საზოგადოების განწყობები და ხალხის დაკვეთა. ბუნებრივია, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ და რიტორიკა თუ სტრატეგია ამის მიხედვით უნდა დაგეგმონ. ხელისუფლების შეცვლის რესურსი აქვს მთლიანად ოპოზიციას, ამიტომ დავარქვით ჩვენს პლატფორმას „გამარჯვების კოალიცია“. ბუნებრივია, კვლევის შედეგების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა გვევალება, რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა მოვიპოვოთ. ამისათვის „გამარჯვების კოალიციამ“ ლიდერად დაასახელა მიხეილ სააკაშვილი. მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება, შევიმუშაოთ და განვახორციელოთ გამარჯვების საარჩევნო სტრატეგია“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.