დმიტრო კულება: უკრაინამ ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ჯერჯერობით მხოლოდ 300 000 მიიღო

დმიტრო კულება: უკრაინამ ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ჯერჯერობით მხოლოდ 300 000 მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ჯერჯერობით მხოლოდ 300 000 მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ჟურნალისტებთან საუბარში კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და ნატოს თავდაცვითი ინდუსტრიების თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ომში გამარჯვებისთვის საჭირო შეიარაღება.

„უნდა შევქმნათ თავდაცვითი ინდუსტრიების ერთიანი ევროატლანტიკური სივრცე. ეს გაზრდის როგორც უკრაინის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა კულებამ.