AFP: „ჰამასს“ სურს, ზავი კიდევ 4 დღით გახანგრძლივდეს

AFP: „ჰამასს“ სურს, ზავი კიდევ 4 დღით გახანგრძლივდეს

„ჰამასს“ სურს, ისრაელთან მიღწეული ზავი კიდევ 4 დღით გახანგრძლივდეს. ამის შესახებ სააგენტო AFP „ჰამასთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს განცხადებით, „ჰამასმა“ ამის შესახებ შუამავლებს უკვე შეატყობინა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი კიდევ ორი დღით გაგრძელდება - შეთანხმებას მხარეებმა კატარის შუამავლობით მიაღწიეს. დღეს„ჰამასი“ 10 მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეებს კი 30 პალესტინელი პატიმარი დატოვებს. ზავის ამოქმედებიდან დღემდე ისრაელმა გატაცებული 60 ისრაელელი მძევალი, „ჰამასმა“ კი 180 პალესტინელი პატიმარი დაიბრუნა.

გარდა ამისა, „ჰამასმა“ გაათავისუფლა ტაილანდის 17, ფილიპინების 1 და რუსეთის 1 მოქალაქე - ამ შეთანხმების შუამავალი ირანი იყო.