გამოცემა Politico-მ მიმდინარე წელს ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი, დონალდ ტუსკი დაასახელა, რომელიც მალე ხელისუფლებას უნდა ჩაუდგეს სათავეში.
როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, ტუსკის კოალიციის გამარჯვებამ იმედის სხივი გაუჩინა ცენტრისტებს მთელ კონტინენტზე, რომლებიც შეშფოთებით აკვირდებოდნენ, როგორ მიიწევენ პოპულისტური ძალები ხელისუფლებისკენ.
კატეგორიაში „მეოცნებეები“ გამარჯვებული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა.