ფხენიანის ცნობით, ჩრდილოკორეულმა სამხედრო სადაზვერვო სატელიტმა პენტაგონისა და თეთრი სახლის ფოტოები გადაიღო

ფხენიანის ცნობით, ჩრდილოკორეულმა სამხედრო სადაზვერვო სატელიტმა პენტაგონისა და თეთრი სახლის ფოტოები გადაიღო

ფხენიანის ცნობით, ჩრდილოკორეულმა სამხედრო სადაზვერვო სატელიტმა პენტაგონის, თეთრი სახლისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის ფოტოები გადაიღო.

KCNA-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა დაათვალიერა ფოტოები, როდესაც აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ეროვნული ადმინისტრაციის (NATA) მართვის მთავარი ცენტრის მოხსენება მოისმინა.

მედიის ცნობით, სადაზვერვო სატელიტმა ასევე გადაიღო ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზის, ნიუპორტ-ნიუსის გემთმშენებელი ქარხნისა და ვირჯინიის აეროდრომის ფოტოები.

ჩრდილოეთ კორეამ მესამე ცდაზე კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის წარმატებით გაშვების შესახებ ინფორმაცია 22 ნოემბერს გაავრცელა.