ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვიზიტი თურქეთში, რომლის მიზანიც ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებაზე თურქეთ-ირანის ერთობლივ პასუხზე მსჯელობა უნდა ყოფილიყო, არ შედგება. ამის შესახებ AFP თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
რაისის ვიზიტი ანკარაში 11 ნოემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დააანონსა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი რაისის ტელეფონით 26 ნოემბერსაც ესაუბრა.
ჯერჯერობით უცნობია, ვიზიტი გაუქმდა თუ გადაიდო.