ვერმონტში სამ პალესტინელ სტუდენტს ესროლეს

ვერმონტში სამ პალესტინელ სტუდენტს ესროლეს

სამ პალესტინელ სტუდენტს, ვერმონტში უნივერსიტეტის კამპუსთან თავს დაესხნენ და ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიცია ამ დროისთვის მომხდარს იძიებს. მათი თქმით, სამივე დაზარალებულს თავდასხმის დროს არაბული ტრადიციული თავსაბურავი ეკეთა და არაბულად საუბრობდნენ.

პოლიციის უფროსის ჯონ მურას თქმით, დაშავებულებიდან ორი სტაბილურადაა, ხოლო მესამეს შედარებით სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

დაზარალებულების ოჯახები პოლიციას მოუწოდებენ, რომ საქმე სიძულვილის მოტივით ჩადენილი თავდასხმის კვალიფიკაციით გამოიძიონ.

მომხდარს ვერმონტის სენატორი და დემოკრატების ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნი სანდერსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელია, ვერმონტში, ბულრლინგტონში მომხდარი თავდასხმა სამ პალესტინელზე. სიძულვილის ადგილი არც აქ და არსად არის“, - დაწერა სანდერსმა X-ზე.