ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ბელგიაში 30-მდე სკოლა დაიხურა

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ბელგიაში 30-მდე სკოლა დაიხურა

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ბელგიაში 27 სკოლა დაიხურა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

შეტყობინება ადმინისტრაციამ კვირას საღამოს მიიღო, რის გამოც ბრიუსელსა და ვალონიის ბრაბანტის რეგიონში სკოლები დაიხურა. სხვა დეტალები უცნობია.