Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები დაამონტაჟა

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები დაამონტაჟა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები დაამონტაჟა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტში წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით აღმართულ ბილბორდებზე ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოსახულია ალექს სოროსთან ერთად - ჯორჯ სოროსის ვაჟი.

ბილბორდზე კი გამოტანილია სლოგანი: "ჩვენ არ ვცეკვავთ მათ ჰანგებზე".