დომინიკის რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დედაქალაქ სანტო დომინგოში ერთ-ერთი ჩქაროსნული გზის გვირაბში კედელი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა - მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან 13 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. საგანგებო სამსახურების ცნობით, ძვიმამ დატბორა სახლები, დააზიანა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. 45 დასახლებული პუნქტი საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დარჩა.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა სტიქიას „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წვიმა“ უწოდა.