ლევან ბეჟაშვილი: გამარჯვების პლატფორმის“ კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც გამარჯვება არის მნიშვნელოვანი

ლევან ბეჟაშვილი: გამარჯვების პლატფორმის“ კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც გამარჯვება არის მნიშვნელოვანი

„გამარჯვების პლატფორმის“ კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც გამარჯვება არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, აწარმოებს თუ არა პარტია მოლაპარაკებებს „დროასა“ და „გირჩი მეტი თავისუფლებასთან“.

„ამ ეტაპზე ასეთი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა, ბუნებრივია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს კონსულტაციები უფრო ცხადი გახდება. ოპოზიციური პარტიებიდან მარტო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გამარჯვების შანსი. სხვა ოპოზიციური პარტიები 2-3%-იან ბარიერში მერყეობენ. გადარჩენის და გამარჯვების რეცეპტი არის ერთიანობა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.