ლევან ბეჟაშვილი: ვენეციის კომისიას აინტერესებს, თუ როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის სხვა შეუსრულებელი პუნქტების შესრულება

ლევან ბეჟაშვილი: ვენეციის კომისიას აინტერესებს, თუ როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის სხვა შეუსრულებელი პუნქტების შესრულება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ვენეციის კომისიის“ წევრების შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ვენეციის კომისიას აინტერესებს, თუ როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის სხვა შეუსრულებელი პუნქტების შესრულება. რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიეცეს საშინაო დავალება, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი წარმატებით მიიღოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

15-16 დეკემბერს საქართველო ვენეციის კომისიისგან სამი მიმართულებით სამართლებრივ შეფასებას ელოდება. დასკვნა შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს უკავშირდება, ასევე ვენეციის კომისია შეაფასებს სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებით უკვე მიღებულ კანონებს. დასკვნამდე ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისშია და შეხვედრებს მართვას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობდა.