IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას,  „ნაციონალურ მოძრაობას“ -13%

IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას,  „ნაციონალურ მოძრაობას“ -13%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს:

„ საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)

„ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)

„ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)

„გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)

გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)

„ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)

„მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)

„ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)

„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)

„ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)

სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)

გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ.

არაგველი641 უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ასეა ამ აირაის საქმე. ამ ქვეყანაში არავინაა, რომ დაითვალოს მაგ აირაის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, მათი პროცენტები და გვერდზე დაუწეროს შედეგები? ვნახავდით მაგათი კვლევების კოსმოსურ ცდომილებას და იქნებ მერე მაინც გაუქრეთ სურვილი ახალი გამოკითხვის ჩატარებისა.
1 წლის უკან
არაგველი641 ეგენი ახლა უკვე ამზადებენ ნიადაგს, იტყვიან არჩევნების შემდეგ: ჩვენ გამოკითხვით გვქონდა "უტყუარი" შედეგები რომ ოცნება 25%-ს აიღებდა და არჩევნებზე საიდან მოვიდა 80%-იო, ანუ ოცნებამ გააყალბა არჩევნებიო. მერე "მიდი და უყარე კაკალი".
1 წლის უკან