საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.