ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დროებით დაფინანსებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, რომელიც პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა წარადგინა, უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას არ ითვალისწინებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად, მთავრობის დაფინანსება ორ ეტაპად მოხდება.
იანვრის შუა რიცხვებამდე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორები დაფინანსდება, თებერვლის ბოლომდე კი სხვა სექტორების დაფინანსება იქნება უზრუნველყოფილი.