გია ცაგარეიშვილი: ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

გია ცაგარეიშვილი: ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის.

„სამწუხაროდ, ადამიანები ოპოზიციიდან ვერაფრით დაეხსნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მარწუხებს. ყოველთვის თავს მიდევნიან ხოლმე იქ, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ. რა თქმა უნდა, ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის და ეს კარგად გამოსდით ამ ადამიანებს. ამიტომ პარტიებმა, რომლებიც დღესაც არიან პარლამენტში წარმოდგენილი, ან ისინი, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ბარიერი და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ჩამოშორდნენ.

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბარიერიც, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, მთელ ევროპულ კონტინენტზეა დამკვიდრებული. ფაქტობრივად ყველგან 4 ან 5%-იანი ბარიერია, მგონი ჰოლანდიაშია ნულოვანი ბარიერი, ევროკავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებში და არაწევრ ქვეყნებშიც, ფაქტობრივად ყველგან 4-5%-იანი ბარიერია“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.