ხათუნა სამნიძე: მძიმეა, არასწორია და პრობლემაა, როცა კახა კალაძე აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია ოპოზიციასთან თანამშრომლობა - ჩვენი ყველა პარტნიორის სიტყვა ადასტურებს, რომ იძულებულები ვართ ვითანამშრომლოთ

ხათუნა სამნიძე: მძიმეა, არასწორია და პრობლემაა, როცა კახა კალაძე აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია ოპოზიციასთან თანამშრომლობა - ჩვენი ყველა პარტნიორის სიტყვა ადასტურებს, რომ იძულებულები ვართ ვითანამშრომლოთ

ძალიან სამწუხაროა, მძიმეა, არასწორია და პრობლემაა, როდესაც კახა კალაძე აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან, მაშინ, როდესაც ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ყველა პარტნიორის სიტყვა ადასტურებს იმას, რომ ჩვენ იძულებულები ვართ ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ევროკავშირის გზაზე სიარული“ ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

„ახლა იმის დრო აღარ არის, ერთმანეთისკენ ხელი გავიშვიროთ და ამ რთულ განვლილ გზაზე ვილაპარაკოთ, არამედ უკვე მომავალს უნდა შევხედოთ, როგორ ვაპირებთ მომავალში რეკომენდაციების შესრულებას. ძალიან სამწუხაროა, მძიმეა, არასწორია და პრობლემაა, როდესაც კახა კალაძე სულ რამდენიმე ხნის წინ აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მაშინ, როდესაც ყველა რეკომენდაცია და ყველა ჩვენი პარტნიორის სიტყვა ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ იძულებულები ვითანამშრომლოთ. მესმის, რომ ძალიან რთულია, მესმის, რომ ზიზღიც დიდია, სიძულვილის ენისკენ მიდრეკილებაც ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ვართ იძულებული, რომ ვითანამშრომლოთ. 12 რეკომენდაცია, 9 რეკომენდაცია, ამ გზაზე სიარული შეუძლებელია თანამშრომლობის გარეშე. მგონია, რომ ძირითადი აქცენტი ამაზე უნდა იყოს“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით ოპოზიციასთან თანამშრომლობა. მისივე შეფასებით, „როდესაც 12 პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი, ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობის, თუმცა გახსოვთ როგორ წარიმართა ეს მოვლენები - იყო შეურაცხყოფები, ყველანაირად ხელის შეშლა, არანაირი თანამონაწილეობა ამ რეფორმებში, ამ ცვლილებებში, სირბილი ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.