ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბარიერის დაწევას ევროპული, პატარა პარტიებისთვის

ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბარიერის დაწევას ევროპული, პატარა პარტიებისთვის

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ევროპული, პატარა პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარი დაუჭიროს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დიდი ქალაქების უმრავლესობა მოვიგეთ. ამიტომ, ბარიერის თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება, თუმცა, ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ევროპული პარტია მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბარიერის დაწევას ჩვენი კოლეგა ევროპული პატარა პარტიებისთვის. მივესალმებით და მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საჭირო და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს პატარა პარტიები გაერთიანდნენ. რუსული პარტია ამ ბარიერის დაწევას არ აპირებს. სადამდე შეიძლება ამ რუსებს ველაპარაკოთ, რომ რამე პირობა შეასრულონ? არ ასრულებენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ. ვფიქრობ, დროის ხარჯვას, სჯობს, ეს ადამიანები დასხდნენ, ერთმანეთს ელაპარაკონ და გამსხვილდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ეს უკვე გავაკეთეთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.