მამუკა მდინარაძე: ჩვენ „ნაცმოძრაობის“ გაჭრილ გზაზე სიარულს, რომელიც მხოლოდ პოპულიზმით არის გაჟღენთილი, არ ვაპირებთ

მამუკა მდინარაძე: ჩვენ „ნაცმოძრაობის“ გაჭრილ გზაზე სიარულს, რომელიც მხოლოდ პოპულიზმით არის გაჟღენთილი, არ ვაპირებთ

ჩვენ „ნაცმოძრაობის“ გაჭრილ გზაზე სიარულს, რომელიც მხოლოდ პოპულიზმით არის გაჟღენთილი, არ ვაპირებთ. რეალურ ქმედებებს ვაპირებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ერთადერთი საკამათო საკითხი იყო, გაწერილიყო თუ არა კონკრეტული კრიტერიუმები. „ნაცმოძღაობა“ და მისი მთლიანი კლასტერი ხომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც საზიანოა ქვეყნისთვის, ვითომ პატრიოტული მოტივებით, ვითომ ეროვნული მოტივებით ყოველთვის პროვოკაციულ ფონს ამზადებენ ხოლმე. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ წლების წინ თანხმობის ობიექტი იყო იმის გამო, რომ კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. თუ ამ კრიტერიუმებში ჩაჯდება და გვექნება საშუალება იმის, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალი წარედგინოს, ეს იქნება ძალიან კარგი და ისედაც მოხდება. საერთოდ არ სჭირდება არც რეზოლუცია და არც მათი უაზრო გამოხტომები. ისედაც ასე იქნება, თუ იქნება საშუალება, რომ ბრალი წარედგინოთ კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ასეთი საშუალება ხშირად არ არის ხოლმე. კონკრეტული კრიტერიუმებია გაწერილი და ეს თუ იცით, კითხვაც აღარ გაჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით. თუ კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, ეს ძალიან კარგი იქნება, თუ სტანდარტის რაღაც ელემენტარულ პირობებს დავიცავთ ესეც ძალიან კარგი იქნება და ოკუპაციას სამწუხაროდ თან სდევს ისეთი მოვლენები, რომელიც ამას ართულებს ხოლმე. რაც შეეხება მათ რეზოლუციებს, არცერთ მათ რეზოლუციას თუ წინადადებას საგარეო მიმართულება ჩვენ არ მივყვებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ოპოზიცია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ გინტურის მკვლელების შეყვანას ითხოვს.