ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ

ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ.

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპეკულაცია. პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არა ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონდე პოლიტიკოსების ეგოიზმზე უნდა ეწყობოდეს, არამედ პირიქით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.