პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ განცხადებები კეთდება. პარტიაში „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ ბარიერის დაწევას მხარს დაუჭერენ, თუმცა ანა ბუჩუკური ფიქრობს, რომ შესაძლოა დაბალმა ბარიერმა საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიების შესვლას შეუწყოს ხელი.
„პრობლემა არის ის, რომ „ნაცმოძრაობასაც“ და „ოცნებასაც“ ბარიერის დაწევა შესაძლოა აწყობდეთ იმისთვის, რომ თავიანთი სატელიტები გაიყვანონ 2024 წლის არჩევნებზე. ნორმალურ პირობებში, რა თქმა უნდა, დაბალი ბარიერი ქმნის პლურალისტური პარლამენტის შექმნის წინაპირობას. ამიტომ, თუ ეს საკითხი გამოვა კენჭისყრაზე, ჩვენი გუნდი მას მხარს დაუჭერს, - ამბობს ბუჩუკური.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.