ამ ვითარებაშიც, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ტორპედირებისთვის და სწორედ ამას რომ ვხედავდით, გაათმაგებული ძალისხმევით ვუხსნიდით ჩვენს მეგობრებს, რომ არ შეიძლება საქართველო, მითუმეტეს ასეთი რუსული რეჟიმის პირობებში, დარჩეს რუსეთის პირისპირ და დარჩეს განზე ევროპული ინტეგრაციის პროცესისა, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ კანდიდატის სტატუსზე საუბროსას გააკეთა.
„ეს სტატუსი უნდა მივიღოთ და ამას თუ მივიღებთ, მივიღებთ ქართველი ხალხისთვის და არა ამ ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების გამო“, - აღნიშნა გია ბარამიძემ.