ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას

ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას

უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს.

ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღირსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფრთხის შემცველი ან საყურადღებოა. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდჭერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია“, - აცხადებს ირაკლი ბერაია.