მიხეილ სარჯველაძე: 8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე ვერ მიიყვანდა. მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ, ახლაც იგივე რეჟიმში იმყოფებიან

მიხეილ სარჯველაძე: 8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე ვერ მიიყვანდა. მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ, ახლაც იგივე რეჟიმში იმყოფებიან

დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო შეძლებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ასე ჩანს, რომ მიაღწიოს მოლაპარაკებების გახსნასაც და ევროკავშირის წევრობასაც, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს რადიკალური ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის უმოქმედობის მიუხედავად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეძლო.

„8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე ვერ მიიყვანდა. შემდეგ მიხვდნენ, კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო ქვეყანამ ამ ხელისუფლების პირობებში, ერთი სიტყვა შეცვალეს და დაიწყეს საუბარი, რომ მოლაპარაკებების გახსნამდე ვერ მიიყვანს ხელისუფლებაო. ესაა მათი რიტორიკის ნაწილი, რომელიც თავადაც არ სჯერათ, უბრალოდ, რასაც ამბობენ ამის მართებულობის. მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ, ახლაც იგივე რეჟიმში იმყოფებიან. დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო შეძლებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ასე ჩანს, რომ მიაღწიოს მოლაპარაკებების გახსნასაც და ევროკავშირის წევრობასაც“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.