ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„ხაზგასმა მოხდა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელიც რეალურად განაპირობებს ჩვენს საერთაშორისო ავტორიტეტს, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, მათ შორის, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი როლი და სასიხარულოა, რომ მეტი და მეტი ადამიანი გებულებს, მეტი აღიჭურვება რწმენით, რომ საქართველო არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე თავისი პოტენციალით, შესაძლებლობებით საერთაშორისო მისიების განხორციელებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.