ირაკლი ჩიქოვანი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რეალურად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში 0,3%-ია და ამას არანაირი ეფექტი არ ექნება

ირაკლი ჩიქოვანი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რეალურად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში 0,3%-ია და ამას არანაირი ეფექტი არ ექნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება.

„ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს იმ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რეალურად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში 0,3%-ია და ამას არანაირი ეფექტი არ ექნება.

ხედავთ, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ სანქცირების პირობებში ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი დამაზიანებელი სანქციები და ასევე ჩვენ დავდგეთ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენ დავდგეთ რეალობის წინაშე, ეს საბაბი გახდეს მეტი ესკალაციისა და დაძაბულობის. სწორედ აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ ჩვენ და სახელმწიფო ინტერესებს ვითვალისინებთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.