პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა.
„რუსეთისათვის სანქციების დაწესებას დასავლეთი არ ითხოვს. მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო არ იყოს მონაწილე სანქციების გვერდის ავლაში და რუსეთის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო კურსს უწუნებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდი ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრას ასახელებს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისგან მსგავსი მოწოდება არასდროს ყოფილა.