ნიკანორ მელიას თუ ჰგონია, რომ ისეთ მისიას შეეჭიდება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ სისხლიან, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალას ნდობის ჯგუფით გადაარჩენს, ისევე ცდება, როგორც ცდებოდა იმაში, რომ ვერ დააკავებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის კვლავაც ერთი - ძალადობა, ძალადობა და ძალადობა. ნიკანორ მელიას თუ ჰგონია, რომ ისეთ მისიას შეეჭიდება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ სისხლიან, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალას ნდობის ჯგუფით გადაარჩენს, ისევე ცდება, როგორც ცდებოდა იმაში, რომ ვერ დააკავებდნენ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისივე თქმით, გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. მელია „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ ინიციატივაზე ხელმოწერის საშუალება აქვს ყველას და ხელმოწერა, მისი თქმით, კონფიდენციალურია.