მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფიო ანდრიაძემ განუცხადა.
„ამ ეტაპზე არის შეუძლოდ. თავს ცუდად გრძნობს. ლაპარაკის ძალა არ აქვს. იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“, - აღნიშნა დოთიაშვილის მეუღლემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.