შალვა პაპუაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ჩვენი ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის. ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან

შალვა პაპუაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ჩვენი ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის. ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ჩვენი ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც ქართველ ხალხს მოტანილი აქვს საუკუნეებისა და ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობითა და მისი გაძლიერებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი ევროკომისიის მიერ სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან დაკავშირებით პატრიარქისა და რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ყველა საეტაპო მოვლენების დროს მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთად დგანან. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული. ახლაც ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ებრძვის ქართულ ეკლესიას. ესაა რეალური სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ჩვენი ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც ქართველ ხალხს მოტანილი აქვს საუკუნეებისა და ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობითა და მისი გაძლიერებით.

საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან, მათ შორს დღესაც. როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, ეს არის ის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა, ადამიანის უფლებების გაგება და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.