ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით და ეს დაინახეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გეოპოლიტიკიდან და ქართველი ხალხის დამსახურებიდან გამომდინარე მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია.
„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით და ეს დაინახეს. ხელისუფლებას რაც უნდა გაეკეთებინა, ის არ გააკეთა. უბრალოდ, გეოპოლიტიკიდან და ქართველი ხალხის დამსახურებიდან გამომდინარე მივიღეთ [კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია] და შევირგოთ“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.