დაჯგუფება, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ვიდეო გაავრცელა

დაჯგუფება, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ვიდეო გაავრცელა

რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელიდან გატაცებული 2 მძევლის ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც 77 წლის ჰანა კაცირი და 13 წლის იგალ იაკობი, ოჯახის წევრებს მიმართავენ.

„ისლამური ჯიჰადი“ მზადყოფნას გამოთქვამს, 2 მძევალი ჰუმანიტარული და სამედიცინო მოტივით გაათავისუფლოს მას შემდეგ, რაც შესაბამისი პირობები იქნება შესრულებული.

ისრაელის მხარე კი „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ფსიქოლოგიური ტერორის ნაწილად აფასებს და აცხადებს, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებს.