„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში კანდიდატის სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი.
„შვილები - მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, რძლები - სანდრა, სოფო, ლიზა, გია და თამარა, შვილიშვილები - ხაზარაძე, გახარია, გიგაური და ლომჯარია, ბებია - სალომე ზურაბიშვილი, ბაბუა - ბადრი შუბლაძე, დები - ლევან და დავით ბერძენიშვილები და მათი ქალიშვილი ზუკა, ბიძები - დავით კეზერაშვილი და ჭუტა წერეთელი, ბიცოლები - ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე, გარე ბიძაშვილები - კუბილიუსი და რასა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი," - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.