ბიძინა გიორგობიანი: ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაიარა დანის პირზე და შეასრულა თავისი დავალება. ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა

ბიძინა გიორგობიანი: ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაიარა დანის პირზე და შეასრულა თავისი დავალება. ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს. ასეთი დიდი ნაბიჯი, ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს. ასეთი დიდი ნაბიჯი, ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა. ევროკომისიის გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისათვის და პოლიტიკური პერსპექტივის გაჩენისათვის. ამ პროცესში ძალიან ცუდი როლი შეასრულეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე გვარებით ვიცით - ვინც დადიოდნენ და ახლაც იქ ბრძანდებიან, ბრიუსელში. აკეთებენ ყველაფერს, რომ დააზიანონ ეს [ევროინტეგრაციის] პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაიარა დანის პირზე და შეასრულა თავისი დავალება და დანიშნულება ძალიან მაღალ დონეზე და კარგად. რაც შეეხება ოპოზიციად წოდებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დადიოდნენ და პირდაპირ საბოტაჟს ახდენდნენ ამ პროცესის, მათმა მცდელობამ, როგორც აღმოჩნდა, ვერ გამოიღო შედეგი და დასრულდა სრული ფიასკოთი“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.