თვალსაჩინოა ხელშესახები, ნათელი პროგრესი და წარსულში არც კი გვინახავს შემთხვევა, ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყოს რიგი ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს გახლდათ ის, რომ შევიმუშავეთ გეგმა დასავლეთ ბალკანეთისთვის. ვფიქრობთ, ეს ახალი და უფრო მნიშვნელოვანი მიდგომა იქნება ეკონომიკური და სოციალური ლაფსუსის დასახურად, რომელიც არსებობს დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის. ასევე ისეთი შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა დროულად მოხდეს რეგიონის ინტეგრირება ევროკავშირში იქამდე, ვიდრე ისინი უშუალოდ გაწევრიანდებიან ევროკავშირში. ახლა მუდმოვად ვსაუბრობთ ინსტიტუციონალურ საკითხებზე, ჩვენს ვალდებულებებზე, როდესაც ანგარიშს წარმოგიდგენთ, მაგრამ, მოდით, ამ ეტაპზე ვფოკუსირდეთ რეალურ ინტეგრაციაზე. როგორ მოვახდენთ ინტეგრაციის დაჩქარებას, ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნებისა და როგორ დავუახლოვდებით ჩვენს დასავლელ ბალკანელ პარტნიორებს. ეს ხელშესახები სარგებელია ორივე მხარისთვის და სარგებელს მოუტანს მათ, ჩვენ, ვიდრე უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან. ეს ასევე გახდა მოთხოვნა, რომელიც წაყენებულ იქნა წევრი ქვეყნების მიერ. ასევე ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როდესაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა 2020 წელს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდაზე გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.