ევროკომისია: საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას

ევროკომისია: საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას

საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.