ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რიგი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისკენ გზაზე.
მან ასევე მიულოცა მოლდოველ ხალხსა და მოლდოვის მთავრობას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის მისაღწევად ხელშესახები ნაბიჯები გადადგა.