საქართველოში აშშ-ის საელჩო ქვეყანას ულოცავს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის“, - აცხადებენ საელჩოში.