მიხეილ სარჯველაძე: შეუძლებელია იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო

მიხეილ სარჯველაძე: შეუძლებელია იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო

ეს არ არის საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი. ვნახეთ, როგორ გათელა ფეხქვეშ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლებაც, მედიის თავისუფლებაც და პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც თანამედროვე დემოკრატია და მისი ღირებულებები ჰქვია, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თექვსმეტი წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელი ხელისუფლების მიერ, აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ცოცხლად ვიხილეთ, რამდენად ბრუტალური შეიძლება აღმოჩნდეს ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც იმ პერიოდში ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება და რომელმაც იმ დღეს წერტილი დაუსვა საქართველოში ყოველგვარ პერსპექტივას და შესაძლებლობას, რომ იმ დროს დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო საქართველოში, უბრალოდ, შეუძლებელია, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, ყოფილიყო დემოკრატიული მმართველობა. ეს უნდა ახსოვდეს საზოგადოებას, რომ მსგავსი რამ საქართველოში არასდროს განმეორდეს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.