„იმედის კვირა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა და ცესკოში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების პრეზენტაციაზე განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
„იყო [პროცესის დისკრედიტაციის] აბსოლუტურად მიზანმიმართული მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ იმავე დღეს მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები და შეფასებები (უკვე მეორედ), რომლის თანახმადაც ხორციელდებოდა ტექნოლოგიების გარკვეულწილად სტიგმატიზაცია და რუსულ სისტემასთან ანალოგიის გავლება. ფაქტობრივად იმავე დღეს, ერთი და იგივე პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, ამ ყველაფერმა კამპანიური და კომპლექსური ხასიათი შეიძინა“, - ამბობს კალანდარიშვილი.
1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შედეგების პრეზენტაცია სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.