საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. ინფორმაციას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

ვითარების ადგილზე გასაცნობად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.