გიორგი ვაშაძე: ახალ ადამიანებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა

გიორგი ვაშაძე: ახალ ადამიანებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა

ახალ ადამიანებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, აუცილებელია, ყველას, ვინც იბრძვის დღემდე, დაუფასდეთ ქმედება და ბრძოლა.

„ღიად გეტყვით, რომ ეს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტია ორად ვერასდროს ვერ გაიყოფა, იმიტომ, რომ მიშა ორად ვერ გაიყოფა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია ამ პოლიტიკური ძალისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.